მნიშვნელოვანი RP ბიოგრაფიის დაწერის წესები

Status
Not open for further replies.

MindFucker

Гравець
Jan 12, 2025
13
10
3
Your paragraph text removebg preview

დაწერის წესები/ფორმატი

RP ბიოგრაფია არის გამოგონილი პერსონაჟის ისტორია რომელიც სრულად აღწერს თუ რა სახის, ქცევისა და შეხედულებების პერსონაჟი გყავთ.

ბიოგრაფიაში უნდა გამოჩნდეს სრულად თქვენი პერსონაჟის ხასიათი, შეხედულებები და გუნება, მაგალითად იქნება ეს მშვიდობიანი მოქალაქე თუ კრიმინალი.

ბიოგრაფიები უნდა შეიქმნას ისე, რომ სერვერზე მოცემული წესები არ დაირღვეს და ერგებოდეს მხოლოდ In-Character-ს, არ შეიძლება იყოს OOC ინფორმაცია, რომელიც სერვერის წესების დარღვევად ჩაითვლება.

ბიოგრაფია უნდა იყოს კარგად დაწერილი, არ უნდა იყოს გრამატიკული და ლოგისტიკური შეცდომების ტექსტში. (დაშვებულია მცირე შეცდომები)



რა უნდა გავითვალისწინოთ RP ბიოგრაფიის შექმნისას?

აკრძალულია ცნობილი პიროვნებების ბიოგრაფიის გამოყენება.

აკრძალულია OOC– ინფორმაციის გამოყენება, რაც საშუალებას მოგცემთ გვერდი აუაროთ სერვერის წესებს და დაარღვიოთ.

აკრძალულია საპირისპირო სქესის პერსონაჟზე ბიოგრაფიის დაწერა.

დასაშვებია ბიოგრაფიების შექმნა როგორც ერთ ადამიანზე, ასევე მთელი ოჯახისთვის
(უნდა არსებობდეს ოჯახის თითოეული წევრის მოკლე ისტორია მაინც).

აკრძალულია სხვა მოთამაშეების ბიოგრაფიის კოპირება.

პერსონაჟის ისტორია უნდა მოიცავდეს ბავშვობიდან-ზრდასრულ ასაკამდე პერიოდს.

RP ბიოგრაფია საჭიროებს დამტკიცებას ადმინისტრაციის მხრიდან.

აკრძალულია დადასტურებული ბიოგრაფიის შემდეგ თქვენი შესაძლებლობების გადამეტებით გამოყენება.

აკრძალულია (მანიაკის როლის თამაში, შშმ მქონე პერსონაჟის და ა.შ).



RP ბიოგრაფიის ნიმუში:

1.
სათაური შექმენით შემდეგ ფორმატში:
[RP ბიოგრაფია] სახელი_გვარი
2. საჭიროა ძირითადი ინფორმაცია:
დაბადების ადგილი, წელი/თვე/რიცხვი
3. პერსონაჟის აღწერა:
ტატუ, თმის ფერი, კანის ფერი, ვიზუალური დეფექტები და ა.შ
4. მშობლები:
დედ-მამის მოკლე აღწერა (დაბადების თარიღი; სამუშაო და ა.შ.)
5. ბავშვობა:
თქვენი პერსონაჟის ბავშვობის აღწერა. შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ თქვენი პერსონაჟის ახალგაზრდობის მნიშვნელოვან მომენტებზე
6. ზრდასრული ასაკი:
პერსონაჟის ზრდასრული ცხოვრების აღწერა, რომელიც უნდა შეიცავდეს საკვანძო მომენტებსა და სიტუაციებს
7. ამჟამინდელი სიტუაცია:
ყველაფერი რაც ამჟამად ხდება თქვენს ცხოვრებაში
8. შესაძლებოლბები/შეღავათები:
თქვენი შესაძლებლობების მოკლე აღწერა რომლის გაკეთებასაც შეძლებთ სერვერზე ბიოგრაფიის დადასტურების შემთხვევაში.



1
 
  • Like
Reactions: James Willson
Status
Not open for further replies.