მნიშვნელოვანი RP გამოძიება

Status
Not open for further replies.

Jengiz

ახალი
მთავარი
ადმინისტრატორი
Jan 5, 2025
6
0
1
RP გამოძიება / Casefile
RP გამოძიება შედგება სამი ტიპის დოკუმენტისაგან:

Raport - ანგარიში დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე, ჩატარდა გამოკითხვა, სპეცოპერაცია და ა.შ.
Folder - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კონკრეტულ პირზე შეგროვებულ ინფორმაციას.
Case File - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ორგანიზაციის საქმის ყველა მასალას, მათ შორის, ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული მოხსენებები და ამ ორგანიზაციის წევრების საქაღალდეები.

ორგანიზაციაში შეპარვა და ჯაშუშობა:

1.1
კრიმინალურ ორგანიზაციაში შეღწევა და ჯაშუშობის დაწყება ნებადართულია განახორციელოს ფედერალური ბიუროს შესაბამისმა საგამომძიებლო დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
1.2 თანამშრომელი, რომელიც გეგმავს, რომ კრიმინალურ ორგანიზაციაში ჩაატაროს გამოძიება და აპირებს შეღწევას, უნდა მიიღოს თანხმობა მთავარი სახელმწიფო ფრაქციების კურატორისგან ან მისი მოადგილესგან.
1.3 იმისთვის, რომ შეხვიდეთ კრიმინალურ ორგანიზაციაში უნდა გქონდეთ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც დაკავშირებულია იმ კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელშიც უნდა დაიწყოთ ჯაშუშობა.
1.4 FIB-ის დაბალი წოდების წარმომადგენელს არ აქვს უფლება დამოუკიდებლად აწარმოოს საქმე კრიმინალურ ორგანიზაციასთან დაკავშირებით.
1.5 თანამშრომელი, რომელიც იმყოფება ჯაშუშობაში, ვალდებულია, რომ გადასცეს საქმის ყველა მასალა RP სიტუაციით.
განმარტება: IC ინფორმაციის ყველა გადაცემა უნდა იყოს აღწერილი CaseFile-ში.
1.6
მტკიცებულებები, რომელიც გამოიყენება CaseFile-ის შედგენისას, უნდა იყოს მოპოვებული IC პროცესით, სავალდებულოა ყველაფერი გათამაშებული იყოს RP გათამაშებებით.
1.7 მხოლოდ შესაბამისმა საგამომძიებლო დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვთ უფლება დაიწყონ ჯაშუშობა სახელმწიფო ორგანიზაციაში, ფედერალური ბიუროს დირექტორის კონტროლის ქვეშ და სახელმწიფო ფრაქციების მთავარი კურატორის ან მოადგილის თანხმობით.
1.8 თუ კრიმინალური ორგანიზაცია მიიღებს ინფორმაციას, რომ მათ ორგანიზაციაში არის სახელმწიფო ორგანიზაციიდან შეპარული თანამშრომელი, მაშინ მათ აქვთ სრული უფლება განახორციელონ FCK შეპარულზე.
განმარტება: ინფორმაცია უნდა იყოს მოპოვებული IC გზით.
შენიშვნა: FCK ჯაშუშზე უნდა იყოს შეთანხმებული თქვენი ფრაქციის კურატორთან ან მთავარ კურატორთან.
შენიშვნა: ჯაშუში, რომელზეც კეთდება FCK, უნდა შეცვალოს სახელი და გვარი 24 საათის განმავლობაში და დაივიწყოს ყველა მოპოვებული ინფორმაცია კრიმინალური ორგანიზაციის შესახებ.
შენიშვნა: სახელმწიფო ორგანიზაციაში თანამშრომელი ვერ დაბრუნდება ძველ წოდებაზე.

Casefile-ის შედგენა:
2.1
ინფორმატორი – პირი, რომელიც ფარულად თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანიზაციასთან და გადასცემს მათ საჭირო ინფორმაციას კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. RP გათამაშებებით, ინფორმატორს შეუძლია დანაშაულის ვიდეო ჩანაწერი გადასცეს FIB-ის აგენტებს, რათა შეიმუშაონ მტკიცებულებები საქმის მასალებში.
2.2 საქმის პირველი პუნქტი უნდა დაიწყოს მნიშვნელოვანი მტკიცებულებებით, რაც შემდგომში ხდება კრიმინალური ორგანიზაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი.
შენიშვნა: მნიშვნელოვანი მტკიცებულება უნდა იყოს დაკავშირებული 2.2.1-ის წესთან.
2.2.1 დანაშაულთა სია, რომლებიც წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებას:
- თავდასხმა ფორტ ზანკუდოზე - დაკითხვით და აღიარებითი ჩვენებით.

- მოქალაქის ან სამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლის გატაცება;

- ტერიტორიების აღება;

- მასობრივი დანაშაულები სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლებზე;

- მასალები კრიმინალური ორგანიზაციის საკუთრებაში მქონე ტერიტორიაზე.

- ტერორისტული აქტი;

- თავდასხმა მომარაგებაზე;

- მაღაზიის ძარცვა;

2.1.2 ყველა სხვა მტკიცებულება, რომელიც მოპოვებულია დაკითხვით და მასობრივი დარღვევებით, რომელშიც მონაწილეობს ერთი და იგივე კრიმინალური ორგანიზაციის 3-ზე მეტი წარმომადგენელი, განიხილება როგორც ჯგუფურ დანაშაულად.
შენიშვნა: სამი ირიბი მტკიცებულება უდრის ერთ მძიმე მტკიცებულებას.
2.1.3
სხვა საქმეში არსებული მტკიცებულება არ უნდა განმეორდეს ახალ საქმეში.
2.3 ყველა მტკიცებულება, რომელიც არის გამოყენებული საქმემეში – ფაილში, უნდა იყოს მოპოვებული RP სიტუაციით და არ უნდა იყოს 1.5 წესის წინაამღდეგობაში.
2.4 ყველა ვიდეო მტკიცებულება უნდა იყოს წარმოდგენილი განყოფილებაში.
2.5 ვიდეო მტკიცებულებამ უნდა აჩვენოს მთლიანი RP სიტუაცია თავიდან ბოლომდე.
2.6 სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობდა კრიმინალურ ორგანიზაციებთან მასობრივ სროლაში, უნდა დარჩეს ცოცხალი.
განმარტება: სახელმწიფო სტურუქტის თანამშრომელი მანამ უნდა დარჩეს ცოცხალი სანამ მტკიცებულებებს არ შეიტანს CaseFile-ში.
2.7
ვიდეო არის მტკიცებულება და არ უნდა იყოს რედაქტირებული.
გამონაკლისი: თუ გააჩნია რაიმე საიდუმლო ინფორმაცია.
2.8
ვიდეო – სამხრე კამერით ჩაწერილი მტკიცებულება ინახება Flash Card-ის მოწყობილობებზე.
შენიშვნა: სამხრე კამერას შეუძლია ვიდეო/ფოტო ფიქსაციის გადაცემა სამთავრობო ორგანიზაციის დაშიფრულ სერვერებზე, თუ ამ ორგანიზაციას აქვს SSK.
2.9
საქმე ითვლება დასრულებულად თუ გამოძიებულია ან გარკვეული ლიდერის ან მისი მოადგლის სახელი გვარი, მთავარი თავშეყრის მდებარეობა და მათი დრესკოდი. პარალელურად CaseFile-ში ასახული უნდა იყოს კრიმინალური ორგანიზაციის ნებისმმიერი მძიმე დანაშაული.
შენიშვნა: ლიდერის ან მისი მოადგლის სახელი გვარი, მთავარი თავშეყრის მდებარეობა და მათ დრესკოდთან ერთად ერთ-ერთი მტკიცებულება უნდა იყოს დაკითხვის.
2.10
აკრძალულია ნებისმიერი OOC ინფორმაციის გამოყენება საქმეში.
2.11 აკრძალულია მტკიცებულებების გაყალბება.

ზოგადი წესები:

3.1
დამტკიცებულ CaseFile-ზე დაყრდნობით, ნებადართულია ამ ორგანიზაციისთვის რეიდის ორდერის გაცემა, სერვერის ყველა წესის შესაბამისად.
3.2 ფრაქციის ლიდერი შეიძლება დაითხოვოს თანამდებობიდან, სასამართლო პროცესის, ბრალის წარდგენის და დამტკიცების და მისი დაკავების შემდეგ.
3.3 სასამართლო პროცესს ატარებს სამთავრობო ფრაქცია დამტკიცებული საქმის მასალების დახმარებით, RP სიტუაციაა ფრაქციის ლიდერის დაკავება.
შენიშვნა: საქმის შედეგად, ფრაქციის ლიდერის წარმატებული დაკავების დროს, ლიდერი მოთავსებულია წინასარი დაკავების იზოლატორში სასამართლო პროცესის ჩატარებამდე, აქვს შესაძლებლობა განაგრძოს ამ პერსონაჟის თამაში, მაგრამ უნდა დაბრუნდეს დაწყებამდე სასამართლო პროცესის.
3.4
უნდა იყოს მინიმუმ 2 სრული ვიდეო სასამართლო სხდომიდან.
3.5 იკრძალება სასამართლო სხდომის გამართვა ბრალდებულის ადვოკატის გარეშე.
3.6 ადვოკატი ვალდებულია დაიცვას თავისი კლიენტის ინტერესები.
3.7 მოსამართლეს უფლება აქვს გააუქმოს განაჩენი, თუ მტკიცებულებებს არასაკმარისად ჩათვლის.
განმარტება: სასამართლოზე არ გამოცხადების და მტკიცებულებების არ წარდგენის შემთხვევაში მოსამართლეს აქვს უფლება, რომ გააუქმოს განაჩენი.
3.8
სახელმწიფო სტრუქტურაზე Casefile-ის შესაკვრელად საჭიროა მინიმუმ 10 დარღვევის აუდიო/ვიდეო მტკიცებულება რისი სასჯელიც აღემატება 4 წელს.
განმარტება: მაშტაბური სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევებს სადაც უშუალოდ ჩანს ლიდერის/მოადგილის დარღვევა არ სჭირდება უშუალოდ 10 დარღვევის აუდიო/ვიდეო ფიქსაცია.
3.9
კრიმინალურ ორგანიზაციაზე Casefile-ის შესაკვრელად საჭიროა მინიმუმ 8 დარღვევის აუდიო/ვიდეო მტკიცებულება რისი სასჯელიც აღემატება 4 წელს.
3.10 LSPD’ს აქვს უფლება შეკრას და გააკეთოს CaseFile მხოლოდ რეგიონალურ დარღვევებზე.
დაზუსტება: შეკრული CaseFile უნდა გადაეცეს FIB'ს და მათი დახმარებით ჩატარდეს რეიდი.
განმარტება: აკრძალულია CaseFile-ის შეკვრა ფედერალური დარღვევებით LSPD’სთვის.
3.11
სავალდებულოა გეგმის შედგენა ფოლდერის სახით. (Google Docs)
განმარტება: გეგმის მონახაზში მკაფიოდ უნდა იყოს ასახული ფრაქციების პოზიციები.

შენიშვნა: გეგმა უნდა იყოს დადასტურებული გუბერნატორის, ვიცე გუბერნატორის ან გენერალური პროკურორის მიერ.
 
Status
Not open for further replies.